საქართველო ევროპაში ერთ-ერთ მოწინავე ადგილზეა. ქვეყანაში 25 ათასზე მეტი მდინარე და წყაროა, საერთო სიგრძით-55 ათასი კმ, ასევე 860 ტბა და 12 წყალსაცავი, რომელთა ფართობი 277 კვ. კმ-ს აჭარბებს. თუმცა, თევზის ფერმებში მოშენების, ანუ აკვაკულტურის განვითარების დონის მიხედვით, ექსპერტების მოსაზრებით, არათუ ევროპასა და მსოფლიოს, არამედ რეგიონის სხვა ქვეყნებს მაგ, სომხეთს, თურქეთს მკვეთრად ჩამორჩება;
ექსპერტების გათვლებით, დღეისათვის საქართველოში 350-მდე თევზსაშენია. მათი წარმოებული პროდუქციის საერთო რაოდენობა კი წელიწადში, დაახლოებით 3 ათას ტონას შეადგენს. მაშინ, როცა ქვეყანა 21 ათასი ტონის იმპორტს ახორციელებს. 2014 წელს თევზის პროდუქტების შესაძენად საქართველოდან 36,7 მილიონი დოლარი გავიდა.
აღსანიშნავია, რომ დღევანდელ ეტაპზე საქართველოში აკვაკულტურის წარმოება შემოიფარგლება სანაკადო სისტემის მცირე საფერმერო მეურნეობებში კალმახის გამოყვანით. შიდა აუზებში კალმახის გამოყვანით ტბებში და წყალსაცავებში თევზის ჭერით, გამოყვანილი ხელოვნურ პირობებში. ძირითადი სახეობები წარმოდგენილია: კარპით, სქელშუბათი და თეთრი ამურით. გასაგებია, რომ ქვეყანაში აკვაკულტურის განვითარება იმყოფება საწყის ეტაპზე, მაგრამ ამავე დროს უნდა აღინიშნოს, აკვაკულტურული სექტორს გააჩნია კარგი პოტენციალი სხვადასხვა ჯიშის თევზის წარმოების გაზრდისათვის, როგორც შიდა წყლებში, ისე საზღვაო აკვატორიაში და აგრეთვე სიღარიბის დასაძლევად სოფლად.

მთელ მსოფლიოში შეინიშნება აკვაკულტურის წარმოების განვითარების წინსწრებითი ზრდა სამრეწველო თევზჭერასთან შედარებით. ადამიანის არაპროდუქტიული სამეურნეო საქმიანობის გამო, სულ ნაკლები თევზი რჩება ველურ ბუნებაში და ამიტომ 
სოფლის მეურნეობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მიღებულია პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს, რომ 2020 წლისათვის სამომხმარებლო კალათა მხოლოდ 35-%-ით შეივსება ველური ბუნებიდან და 65% იქნება ხელოვნურად გამოყვანილი თევზი.

ამრიგად, სახეზეა ტენდეცია თევზჭერისა და აკვაკულტურის გარდაქმნისა, რაც შემოსავლის ძირითად წყაროდ ითვლება ხალხის მეტი რაოდენობისათვის, მაგრამ არაეფექტური პრაქტიკა და მმართველობა საფრთხეს უქმნის ამ სექტორის სტაბილურობას.

აშკარაა, რომ საქართველოში აკვაკულტურის ბიზნესის მომგებიანობა საკმაოდ მაღალია. ამავე დროს, ტრადიციულმა და აუზის მეთევზეობამ უკვე აითვისა ქვეყნის მნიშვნელოვანი წყლის რესურსები. დიდი და თავისუფალი წყლის რესურსები უფრო მცირდება და მცირდება. ამიტომ საჭიროა ახალი ბიოტექნოლოგიების ათვისება, რომლებშიც თევზპროდუქტიულობა ბევრად უფრო მაღალი იქნება. ანუ იმავე წყლის რესურსებიდან მივიღოთ მეტი პროდუქცია. ეს როგორ უნდა გავაკეთოთ? პირველი მიმართულებაა თევზის გამოყვანის უფრო პროდუქტიული სისტემების ათვისება, მეორე კულტივირებული თევზების ასორტიმენტის გაფართოება.


 

დაინტერესდით?

საქართველო ევროპაში ერთ-ერთ მოწინავე ადგილზეა. ქვეყანაში 25 ათასზე მეტი მდინარე და წყაროა,

უახლესი ბლოგი

უახლესი რეცეპტები