გუწუ საქართველოს წყლების უდაოდ ყველაზე ლამაზი თევზია. მას წითელი თვალები, მუქი ზურგი, მომწვანო-ოქროსფერი გვერდები და მოყვითალო მუცელი აქვს. ბინადრობს იგი დასავლეთ საქართველოში (დაუდასტურებელი ინფორმაციით ჯანდარის ტბაშიც).

გუწუ, მასზე თევზაობის თვალსაზრისით, კობრისებრთა ოჯახის ერთ-ერთი ნაკლებად შესწავლილი თევზია. შეიძლება ითქვას, რომ ყველა წყალსატევს, გუწუს ჭერის თვალსაზრისით, თავისი სპეციფიკა აქვს.
ბინადრობს გუწუ ტბებსა და არხებში, მდინარეების ქვემო დინებაში, მდორე ადგილებში. ეგუება ისეთ ჟანგბადით ღარიბ ადგილებს სადაც სხვა თევზი ვერ ძლებს. მის მიერ დიდი რაოდენობით გამოყოფილ ლორწოს ბაქტერიოციდული თვისებები აქვს. მთელ თავის ცხოვრებას იგი ატარებს წყალმცენარეებში, რაც მის დაჭერას კიდევ უფრო ართულებს. იზრდება გუწუ 6 კილომდე.
ქვირითობს წყლის 20 გრადუსზე გათბობისას, მაისის ბოლოს, ივნისში.

თევზაობენ ამ საინტერესო თევზზე ძირითადად ტივტივიანი ანკესით, უფრო იშვიათად ფსკერულით, ფიდერით.
თავდაპირველად წყალსატევზე უნდა ვიპოვოთ გუწუს ბინადრობის სავარაუდო ადგილები.
ეს როგორც წესი ის ადგილებია, სადაც წყალსატევზე წყალმცენარეების მაქსიმალური და მჭიდრო კონცენტრაციაა. დაჭაობებული და ერთი შეხედვით თევზის ცხოვრებისთვის უვარგისი ადგილი, გუწუსთვის ჩვეული საბინადრო სივრცეა.
არ უნდა დაგვავიწყდეს აგრეთვე ისეც, რომ ჩვენი ჭერის ობიექტი ძალიან ფრთხილი თევზია და ამიტომ მის საჭერად საკმაოდ შორი ტყორცნა და მასკირება დაგვჭირდება.

გამოცდილი მეთევზეები სათევზაო ადგილს ერთი დღით ადრე იმზადებენ. შედიან წყალში და წყალმცენარეთა შორის ფოცხით ანთავისუფლებენ მონაკვეთს სადღაც 2х2 მეტრზე და კვებავენ მას.
დამატებითი საკვები გუწუს საჭერად აუცილებელია. აქაც არსებობს პატარა საიდუმლოები.

გუწუს საჭერად დამატებითი საკვები ტკბილი ატრაქტანტებით უნდა გავაჯეროთ (თაფლი, მარწყვი, ტუტი-ფრუტი).
ხაჭო (ოდნავ ამჟავებულიც კი) საგრძნობლად ამაღლებს გუწუს აქტიურობას.
დაკვება ხდება ერთ ეტაპად და დამატებითათ ჭერის დროს მისი ჩაყრა არაა რეკომენდირებული.
გთავაზობთ დამატებითი საკვების ერთ წარმატებულ რეცეპტს:

დაფშვნილი კოპტონი 2 კგ
ქატო 1 კგ
ხაჭო 500 გ
ტკბილი ატრაქტანტი
ტივტივათი გუწუზე თევზაობისას შეიძლება გამოვიყენოთ ტელესკოპური ანკესი, მაგრამ შორი ტყორცნისთვის (20-25 მეტრი) გაცილებით მოხერხებულია მატჩური ანკესი. გუწუ ძალიან ძლიერი თევზია, იგი თავისივე ზომის კობრზე გაცილებით უფრო შეუპოვარ წინააღმდეგობას გვიწევს ნემსკავზე მოხვედრისას.

დაინტერესდით?

გუწუ საქართველოს წყლების უდაოდ ყველაზე ლამაზი თევზია. მას წითელი თვალები, მუქი ზურგი, მომწვანო-ოქროსფერი გვერდები და მოყვითალო მუცელი აქვს. ბინადრობს იგი დასავლეთ საქართველოში (დაუდასტურებელი ინფორმაციით ჯანდარის ტბაშიც).

უახლესი ბლოგი

უახლესი რეცეპტები