საზოგადო სახელი: კობრი ლათინური დასახელება: Cyprinus carpio L. ქვესახეობა: ველური კობრი (გოჭა) წარმოშობა: მიეკუთვნება კობრისებრთა ოჯახს. მტკნარი წლის თევზია. ბინადრობს საქართველოს თითქმის ყველა მდინარის შუა და ქვემო დინებაში, ტბებსა და წყალსაცავებში; ირჩევს მცენარეებით მდიდარ, მდორე ადგილებს.
მოკლე აღწერა: ველურ კობრს აქვს საკმაოდ გრძელი და თითისტარისებური ფორმის სხეული, რომლის სიგრძე ოთხჯერ მეტია სიმაღლეზე. განმასხვავებელი ნიშანია ვიწრო გვერდები და “ამოზნექილობის” უქონლობა, თავის ზედა ნაწილში. ზურგის ფარფლი გრძელდება თითქმის მთელი სხეულის სიგრძეზე, მუცლის წყვილი ფარფლები კი მონაცრისფრო-იისფერია. სხეული დაფარულია საკმაოდ დიდი ზომის, ოქროსფერ-მოყვითალო ქერცლით, რომელიც ზურგზე უფრო მუქია და დაჰკრავს მოლურჯო ელფერი, ხოლო მუცელზე მოყვითალო-თეთრია. სხეულის სიგრძე 1 მ- მდე აღწევს, ხოლო მასა 12 კგ- ს, ზოგჯერ მეტსაც. ადგილობრივ მამოძრავებელ მოტორიკას ახორციელებს მკერდის და მუცლის წყვილი ფარფლებით, ხოლო კუდის ფარფლის აქტიური მოქმედებით მას შეუძლია საკმაოდ სწრაფად ცურვა. ახასიათებს გარემო პირობებისადმი ადვილად შეგუების უნარი. ადვილად იტანს წყლის ტემპერატურის ფართო დიაპაზონში (+3...+35°C-ისფარგლებში) ცვალებადობას და ჟანგბადის ნაკლებობას. ასევე შედარებით ადვილად გადააქვს მკაცრი ზამთრის პირობები; მთავარია, რომ ყინულის ქვეშ ცოტაოდენი წყალი მაინც იყოს დარჩენილი. ცოცხლობს 30-35 წელი. როგორც სხვა ქარავნული თევზი, კობრიც ჯგუფებად (5 ან მეტი) გადაადგილდება. სქესობრივ სიმწიფეს მამრი აღწევს 3 წლის ასაკში, (ზომით 29-36 სმ), მდედრი კი 3-5 წლის ასაკში (ზომით 34-45 სმ). ტოფობს, როდესაც წყლის ტემპერატურა +18°C და მეტია. ამ დროს თევზები ჯგუფურად გადადიან თავთხელში, უმეტესად ბალახიან, დატბორილ ადგილებში. კვების ტიპის მიხედვით ბენთოფაგებს, ანუ ფსკერის თევზებს, მიეკუთვნებიან, მაგრამ საჭიროების შემთხვევაში მათ შეუძლიათ საჭმლის მოპოვება წყლის ყველა დონეზე. საკვების გემოს კობრი ბაგეების მგრძნობიარე რეცეპტორებით იგებს. თუ გასინჯვა წარმატებულია, მაშინ გადაყლაპვამდე საკვებმა უნდა გაიაროს თევზის პირის უკანა ნაწილში განლაგებული ხახის კბილების 1-დან - 3-მდე რიგი. წლის სეზონის მიხედვით კობრის კვების ტიპი განსხვავებულია. გაზაფხულ-ზაფხულში ის ძირითადად იკვებება ლელქაშითა და სხვა წყლის მცენარეულობით, აგრეთვე წვრილი თევზებით, ბაყაყებითა და ქვირითით, შემოდგომაზე კი ულუფა მთლიანად იცვლება წყლის წვრილი მწერებითა და უხერხემლოებით. მიეკუთვნება ე.წ. ძვლოვანი თევზების ქვეჯგუფს. იზრდება საკმაოდ სწრაფად და უკვე ერთი წლის ასაკში მისი სხეულის სიგრძე აღწევს 10 სმ- ს. აქვს სარეწაო მნიშვნელობა.

დაინტერესდით?

საზოგადო სახელი: კობრი ლათინური დასახელება: Cyprinus carpio L. ქვესახეობა: ველური კობრი (გოჭა) წარმოშობა: მიეკუთვნება კობრისებრთა ოჯახს. მტკნარი წლის თევზია. ბინადრობს საქართველოს თითქმის ყველა მდინარის შუა და ქვემო დინებაში, ტბებსა და წყალსაცავებში.

უახლესი ბლოგი

უახლესი რეცეპტები