ზრდის ტემპი და საკვების კონვერსიის* ფაქტორი თევზის მოშენების საქმეში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს. ზოგადად სხვადასხვა საწარმოების მწარმოებლობის გაანგარიშება და შედეგების შედარება მოითხოვს ერთიანი სტანდარტით შესრულებულ გამოთვლებს.

 

ამ მიზნით გთავაზობთ კომპანია „სკრეტინგის“ მიერ შემუშავებულ პრაქტიკული გაანგარიშებების მეთოდს, რომელიც ვფიქრობთ, საინტერესო იქნება, როგორც   ფერმერებისათვის, ასევე ამ საკითხებით დაინტერესებული ადამიანებისათვის.

 

ზრდა

ყოველდღიური კუთრი (ხვედრითი)   ზრდის ტემპი=[(V2/V1)1/დღეები-1)]/100

 

სადაც,

V1- არის   წონა პერიოდის დასაწყიში;

V2-წონა პერიოდის ბოლოს;

დღეები- დღეების რაოდენობა, რა პერიოდშიც წონა შეიცვალა V1-დან   V2-მდე;

 

კონვერსიის დონე (საკვები კოეფიციენტი)

ბიოლოგიური საკვები კოეფიციენტი =(დახარჯული საკვების რაოდენობა)/(ბიოლოგიური პროდუქცია);

(ბიოლოგიური პროდუქცია= (დაჭერილი თევზის ბ.მ.+ თევზის ბ.მ. წყალში პერიოდის ბოლოს+მკვდარი თევზის ბ.მ.+ წუნის ბ.მ.+ დანაკარგების ბ.მ.) - თევზის ბ.მ. პერიოდის დასაწყისში;

 

სადაც,

ბ.მ.- თევზის ბიომასაა;

წუნი- თევზჭერის დროს დაწუნებული გასაყიდად უვარგისი თევზი;

დანაკარგი- დაუჭერელი თევზი;

 

საკვების კონვერსიის ეკონომიკური კოეფიციენტი (საკვები კოეფიციენტი)

საკვების კონვერსიის ეკონომიკური კოეფიციენტი (საკვები კოეფიციენტი)=(დახარჯული საკვების რაოდენობა)/(ბიოლოგიური პროდუქცია);

(ბიოლოგიური პროდუქცია)=(დაჭერილი თევზის ბ.მ.+ თევზის ბ.მ. წყალში პერიოდის ბოლოს)- თევზის ბ.მ. პერიოდის დასაწყისში;

 

კვების რაციონი

კვების რაციონი=(ზ.კ.ტ.   x   ს.მ.ბ.კ.);

 

სადაც,

ზ.კ.ტ.-ზრდის კუთრი ტემპია;

ს.მ.ბ.კ.- საკვების მონელების ბიოლოგიური კოეფიციენტი;

 

ნაკვებობის კოეფიციენტი

ნაკვებობის კოეფიციენტი= წონა (გრამებში) x 100/თევზის სიგრძე (სანტიმეტრებში)x3;

თევზის სიგრძე იზომება ცხვირის წვერიდან კუდის ფარფლის ყველაზე გრძელ სხივამდე, კუდის ბუნებრივი მდგომარეობისას. 

დაინტერესდით?

ზრდის ტემპი და საკვების კონვერსიის* ფაქტორი თევზის მოშენების საქმეში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს. ზოგადად სხვადასხვა საწარმოების მწარმოებლობის გაანგარიშება და შედეგების შედარება მოითხოვს ერთიანი სტანდარტით შესრულებულ გამოთვლებს.

უახლესი ბლოგი

უახლესი რეცეპტები