თეთრი ამური საქართველოში

მასიურად გავრცელებული არ გახლავთ. ის უმრავლესად ხელოვნურ კერძო ტბებში გვხვდება. მისი გამრავლების მიზანი წყალმცენარების პოპულაციის შემცირებაა, თუმცა მას კულინარიული თვალსაზრისითაც დიდი პოპულარობა აქვს. დადის ლეგენდები რომ ამურის დაჭერა ძალზედ რთული და შრომატევადი პროცესია, ნაწილობრივ ეს სიმართლეცაა. საკვებით მდიდარ წყალსატევებში ფაქტიურად შეუძლებელია ამურის ნემსკავზე წამოგება, რადგან ის ძალიან ფრთხილი თევზია და როგორც კობრისებრთა უმრავლესი ჯიშებისა ყველაფერს ზედიზედ არ ისრუტავს. სამწუხაროდ საქარტველოს წყალსატევებში მას გამავლების პირობები არ გააჩნია, თუმცაღა გამრავლების ფაქტებიც არსებობს. ზოგადი დახასიათება თეთრი ამური მიეკუთვნება კობრისებრთა ოჯახს. გუნდური თევზია, მოძრაობს 10-15 თევზი გუნდში. აღწევს ზომას 120 სმ, მისი მაქსიმალური წონა ძირითადად შეადგენს 15-20კგ, თუმცა ცნობილია 39კგ წონის ეგზემპლარების დაჭერის ფაქტებიც. ამურს აქვს წაგრძელებული, თითისტარის ფორმის სხეული, მომცრო ზომის თავი, პირდაპირი სწორი პირის მოყვანილობა, სქელი უხეში ქვედა და ზედა ტუჩი. დაფარულია მსხვილი ვერცხლისფერი ქერცლით, ზურგზე დაკრავს მომწვანო–მორუხო ფერი, მუცელი ღია ოქროსფერი აქვს. ადრე გაზაფხულზე წყლის ტემპერატურა როცა მიაღწევს 10-12 გრადუსს,ამური იწყებს თხელ წყალში მცირეოდენი საკვების მოპოვებას. წყლის ტემპერატურის ზრდასთან ერად მისი მადაც იზრდება და დღის განმავლობაში ამურის მიერ მოპოვებული და გადამუშავებული საკვები ხშირად აჭარბებს მისი სხეულის წონას. იკვებება ყველა სახის წყალმცენარეებით, მათ შორის უყვარს სიმინდი, კიტრი, კარტოფილი და სხვა უამრავი ბოსტნეული თუ ხილი. მას ამის გამო ვეგეტარიანელსაც კი უწოდებენ, თუმცა რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, თეთრი ამურის ლიფსიტა და უკვე წამოზრდილი თევზი იკვებება კოღოს მატლით და გამარუსით, ანუ ცოცხალ საკვებს იღებს ზრდის დასაწყისში და როცა უკვე მოიზრდება, შემდეგ გადადის მცენარეულ საკვებზე. უპირატესობას ანიჭებს რბილ ქორფა ლელქაშს. გავრცელებულია მოსაზრება, რომ თითქოს ამური პირის მოყვანილობის გამო ვერ ახერხებს ფსკერიდან საკვების მოპოვებას და ის წყლის ზედაპირზე ლელქაშით და მცურავ წყალმცენარებით იკვებება. ზამთრის პერიოდში როდესაც წყლის ტემპერატურა ეცემა 10 გრადუსზე ქვევით, ამური წყვეტს კვებას და ჩაღრმავებულ ორმოში იზამთრებს დიდ ჯგუფებად. ამ დროს მისი კანქვეშა ჯირკვლები დიდი რაოდენობით ლორწოს გამოყოფს და მთელ ტანზე ედება, რომელიც ერთგვარი სიცივისგან დამცავი ფენის როლს ასრულებს.ხშირ შემთხვევაში წყლის ზედაპირზეც კი აღინიშნება ლორწოსებური მასა, რაც გვანიშნებს დიდი რაოდენობით ამურის თავშეყრის ადგილს. ამურის სიცოცხლის ხანგრძლივობა 15-20 წლით შემოიფარგლება.

დაინტერესდით?

თეთრი ამური საქართველოში მასიურად გავრცელებული არ გახლავთ. ის უმრავლესად ხელოვნურ...

უახლესი ბლოგი

უახლესი რეცეპტები