საქართველოში ბინადრობს ქაშაპის ორი ნაირსახეობა: ჯუჯა (კავაკასიური) დაევროპული ქაშაპი. მათი გავრცელების არეალი მთელი საქართველოა. ჯუჯა ქაშაპი როგორც წესი არ აღემატება 15-20 სანტიმეტრს, ხოლო ევროპული კი იზრდება 6-7 კილომდე.  
ქაშაპი ძლიერი და შეუპოვარი მოწინააღმდეგეა, მეთევზეთა უმეტესობა თვლის, რომ დარტყმის სიძლიერით იგი კალმახის შემდეგ მეორე ადგილზეა. მთელი ზაფხულის განმავლობაში ქაშაპი აქტიურია. ამ პერიოდში მისი საკვების 90% შეადგენენ მწერები და ზუსტად ამიტომ ქაშაპი უნდა ვეძებოთ წყალზე გადახრილი ხეების და ბუჩქების ქვეშ. აგრეთვე უყვარს მას ციცაბო ნაპირის ქვეშ დგომა, წყალქვეშა დაბრკოლებების მიერ შექმნილი დინების შენელებაშიც.
 
ქვირითობს ქაშაპი აპრილ-მაისში. პატარ პატარა ქარავნებით შედის იგი დაბალ წყალზე სადაც ქვიანი ფსკერი, სუფთა ჟანგბადით მდიდარი დინებაა და ერთ ეტაპად დებს ქვირითს. მცირედი შესვენების შემდეგ იგი უბრუნდება თავის ზაფხულის სადგომებს და აქტიურად იკვებება.  
იკვებება ქაშაპი სხვადასხვა საკვებით, იგი შეიძლება ყოვლისმჭამელ თევზადაც ჩავთვალოთ. მის რაციონში შედიან: მწერები, ჭიები, მოლუსკები, კიბორჩხალები, ბაყაყები, ქვირითი და ლიფსიტები, წყალმცენარეები და წყალში ჩაცვენილი ხილიც კი. ზრდილი ეკზემპლიარები კი აქტიური მტაცებლები არიან. შეიძლება ითქვას რომ ქაშაპის კვება მკვეთრად სეზონურია. გაზაფხულზე იგი ძირითადად იკვებება ჭიებით, ქვირითით, მოლუსკებით .. ზაფხულში თითქმის მხოლოდ მწერებით და წყალმცენარეებით.. შემოდგომით კი პატარა ბაყაყებით და ლიფსიტებით.   ქაშაპი ერთ-ერთი ყველაზე ფრთხილი თევზია. ოდნავი ხმაურის ან მეთევზის დანახვის შემთხვევაში მისი დაჭერის შანსი პრაქტიკულად ნულს უტოლდება, ამიტომაც გამოცდილი მეთევზეები ქაშაპზე ნადირობისას მასკირების ყველა შესაძლო ხერხს იყენებენ.

  თევზაობენ ქაშაპზე სახვადასხვა მეთოდებით: ტივტივაზე გატარებით, ფსკერულით -ფიდერით, სპინინგით უნდა გვახსოვდეს რომ ქაშაპზე თევზაობისას დამატებითი საკვები მხოლოდ ზაფხულში გამოიყენება და მასში ცხოველური კომპონენტები აუცილებელია (თეთრი და წითელი ჭია).

დაინტერესდით?

საქართველოში ბინადრობს ქაშაპის ორი ნაირსახეობა: ჯუჯა (კავაკასიური) და ევროპული ქაშაპი. მათი გავრცელების არეალი მთელი საქართველოა. ჯუჯა ქაშაპი როგორც წესი არ აღემატება 15-20 სანტიმეტრს, ხოლო ევროპული კი იზრდება 6-7 კილომდე.  

უახლესი ბლოგი

უახლესი რეცეპტები