სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის სპეციალისტებმა, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რიყეს სატბორე მეურნეობაში,  პროექტის "ადგილობრივი კობრის სელექცია და ბიოტბორის მოდელის შექმნა" ფარგლებში, ბიოტბორის მოდელის შექმნა, ორგანული კობრის ლიფსიტების გამოზრდა, მათი პროდუქტიულობის გაუმჯობესება და დაავადებების მიმართ გამძლე თაობების მიღება დაიწყეს.

 პროექტის მიზანი სამეცნიერო-კველითი ცენტრის ბიოაგროწარმოების სამსახურის და მეცხოველეობის, ვეტერინარიისა და საკვებწარმოების კვლევის დეპარტამენტის სპეციალისტების ჩართულობით ბიოტბორების შექმნა და სანაშენე ინდივიდების შეჯვარებით ახალი, გაუმჯობესებული ჯიშების მიღებაა.

სამომავლოდ, სოფელ რიყეს სატბორე მეურნეობის სანაშენე ლიფსიტების რეპროდუქტორად ჩამოყალიბება მოხდება. ბიომეურნეობით დაინტერესებული ფერმერებისთვის კი, რეკომენდაციები მომზადდება.

დაინტერესდით?

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის სპეციალისტებმა, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რიყეს სატბორე მეურნეობაში, პროექტის "ადგილობრივი კობრის სელექცია და ბიოტბორის მოდელის შექმნა" ...

უახლესი ბლოგი

უახლესი რეცეპტები