მტკნარი წყლის თევზები მთელ სიცოცხლეს მდინარეში,გუბურასა და ტბაში ატარებენ.მათი ჭერა მთელი თევზჭერის დაახლოებით11% შეადგენს.ამ თევზებს  შორის დიდი მნიშვნელობა აქვთ კობრისნაირებს,ქორჭილასნაირებს,და ლოქოსებრ თევზებს.მტკნარი წყლის ზოგიერთ თევზს ხელოვნურად ამრავლებენ,მაგალითად:კობრს,კალმახს,ტილაპიას,შავ ქორჭილას, მსხვილშუბლასა და ამურს. ჩვენი ტბებისა და მდინარეების უმნიშვნელოვანესი თევზებია კობრი,კალმახი,კაპარჭინა,კარჩხანა,ნაფოტა,ქორჭილა,ლოქო,ქარიყლაპია.გამსვლელი თევზები განსაკუთრებულად ძვირფასი და გემრიელია,რადგანაც მათ სხეულში ბევრი ცხიმი გროვდება,აგრეთვე სასარგებლოცაა,გამსვლელი თევზებია:ორაგული,სიგები,ზუთხისებრები,კალმახი.განსაკუთრებულად ფასობს ზუთხისებრები -სვია,ზუთხი,ტარაღანა.ზუთხისებრები გვაძლევენ გემრიელ,ცხიმიან ხორცს,შავ ხიზილალას,საუკეთესო თევზების წებოს.ორაგულების მარაგი რომ ჰქონდეთ ამიტომ აგებენ თევზსარეწ ქარხნებს,სადაც ამყუფებენ ქვირითის განვითარების დროს.მნიშვნელოვანი ზღვის სარეწაო თევზებია:ქაშაპი,ვირთევზა,კამბალა,ზღვის ქორჭილა.რაც შეეხება ატლანტურ ქაშაპს მსოფლიოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სარეწაო თევზია,ადამიანმა მისი ჭერა დაიწყო დიდი ხნის წინათ,პირველყოფილი ადამიანის სამზარეულოს ნაშთებში არქეოლოგები ხშირად პოულობენ ატლანტური ქაშაპის ძვლებს.სარეწაო თევზები გვაძლევენ ბევრ ძვირფას პროდუქტს: ჩვენს საკვებს,წამლებს,შინაურ ცხოველთა საკვებს,სასუქებს,ტექნიკურ ცხიმს,და ნედლეულს მსუბუქი მრეწველობისათვის, ძალიან მნიშვნელოვანია დღეს დღეითობით ხელოვნური თევზის მოშენება და განვითარება.

დაინტერესდით?

მტკნარი წყლის თევზები მთელ სიცოცხლეს მდინარეში,გუბურასა და ტბაში ატარებენ.მათი ჭერა მთელი თევზჭერის დაახლოებით.......

უახლესი ბლოგი

უახლესი რეცეპტები