ქობულეთში თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი თევზის გადამამუშავებელი საწარმო აშენდება, სადაც 5 850 148 ლარის ინვესტიცია განხორციელდება და 30 ადამიანი დასაქმდება.

საწარმო წლიურად სულ მცირე 500 ტონა თევზსა და თევზის ხორცს კერძოდ კი ატლანტის ორაგულის  წარმოებას უზრუნველყოფს. წარმოებული პროდუქცია ევროპული სტანდარტების შესაბამისად იქნება დამუშავებული და შეფუთული.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ  სახელმწიფო პროგრამის "აწარმოე საქართველოში" ფარგლებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ქობულეთში, მდ. კინტრიშის მიმდებარედ არსებული 16 433 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის შპს "ნ.გ. ჰოლდინგს" გადასცა.

დაინტერესდით?

ქობულეთში თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი თევზის გადამამუშავებელი საწარმო აშენდება, სადაც 5 850 148 ლარის ინვესტიცია განხორციელდება და 30 ადამიანი დასაქმდება...

უახლესი ბლოგი

თაგი

უახლესი რეცეპტები