თევზი - 1 კგ
ხახვი - 3 თავი
დაფნის ფოთოლი - 3-4 ცალი
სტაფილო - 200 გ
ზეთი - 100 გ
პომიდვრის წვენი - 2 ჩ/ჭ
ოხრახუში და ქინძი - 3-3 ძირი
შავი პილპილი - 25 მარცვალი
მარილი - გემოვნებით


ქარიყლაპია,ლოქო,წვერა,კობრი ან სხვა რომელიმე თევზი გავასუფთავოთ, მოვაყაროთ მარილი და დავაწყოთ ღრმა ტაფაზე. მოვაყაროთ ალყა-ალყა დაჭრილი ხახვი, წვრილად დაჭრილი ქინძი და ოხრახუში, დავასხათ ზეთი და 2 ჩაის ჭიქა პომიდვრის წვენი;  ჩავაყოლოთ სტაფილო,დაფნის ფოთოლი, 20-25 მარცვალი შავი პილპილი და ვხარშოთ ნელ ცეცხლზე .მოხარშული თევზის ნაჭრები დავალაგოთ ღრმა ლანგარზე და ზედ მოვასხათ თავისივე წვენი.

 გემრიელად მიირთვით!

 

Text Widget

ქარიყლაპია,ლოქო,წვერა,კობრი ან სხვა რომელიმე თევზი გავასუფთავოთ, მოვაყაროთ მარილი და დავაწყოთ ღრმა .....

Recent Blog

Recent Recipes