რეცეპტის ინგრედიენტები: 

1 კგ. პანგასიუსის ფილე
250 გრ. არაჟანი
250 გრ. მაიონეზი
1  ცალი კვერცხი
2  თავი ხახვი
შავი პილპილი
მარილი
პამიდორი სურვილისამებრ

რეცეპტის მომზადების საფეხურები:

1. დავჭრათ ფილე სასურველი ზომის ნაჭრებად, ამოვავლოთ საფანელში და შევწვათ ზეთში.

2. როცა შემწვარი ფილე გაცივდება, დავალაგოთ ღუმელის ჭურჭელში, დავაყაროთ ზემოდან დაჭრილი ხახვი, მოვაყაროთ პილპილი და მარილი გემოვნებით.

3. ავურიოთ არაჟანი, მაიონეზი, კვერცხი და თანაბრად მოვასხათ ფილეს. სურვილისამებრ ჰორიზონტალურად გავჭრათ პამიდვრები და დავალაგოთ ზემოდან. ამის შემდეგ შევდგათ ღუმელში და გამოვაცხოთ, სანამ ზემოდან ცოტა არ შეიბრაწება. კერძი მზადაა, გემრიელად მიირთვით!

Text Widget

რეცეპტის მომზადების საფეხურები: 1. დავჭრათ ფილე სასურველი ზომის ნაჭრებად, ამოვავლოთ საფანელში და შევწვათ ზეთში. 2. როცა შემწვარი ფილე გაცივდება, დავალაგოთ ღუმელის ჭურჭელში, დავაყაროთ ზემოდან დაჭრილი ხახვი, მოვაყაროთ პილპილი და მარილი გემოვნებით.

Recent Blog

Recent Recipes