შემადგენლობა

კალმახი - 5 ცალი
ზეთი - 40 მლ
მარილი - 1 ს/კ
ლიმონი - 2 ცალი
თეთრი  მშრალი ღვინო - 100მლ
მომზადება:

ეს რეცეპტი ჩემმა მეგობარმა გამიზიარა და მას შემდეგ ძალიან ხშირად ვამზადებ.
თევზი გამოდის არაჩვეულებრივად ნაზი, წვნიანი ,დნება პირში და აქვს ღვინის სასიამოვნო არომატი.

თევზი გამოვშიგნოთ და გავრეცხოთ.
მარილი და ზეთი წავუსვათ თევზს შიგნიდან და გარედანაც.
გასუფთავებული კალმახი

ლიმონი დავჭრათ მრგვალ ნაჭრებად და ჩავდოთ თევზში.
გასუფთავებული კალმახი

ლანგარზე (ჟარონა)დავაფინოთ ფოლგა. თევზი მოვათავსოთ ფოლგაზე, მოვასხათ თეთრი ღვინო და ზემოდან დავაფაროთ ფოლგა.

შევდგათ ღუმელში 180 გრადუსზე 25-30 წუთით.
თევზი მზად არის.

გემრიელად მიირთვით!

Text Widget

ეს რეცეპტი ჩემმა მეგობარმა გამიზიარა და მას შემდეგ ძალიან ხშირად ვამზადებ. თევზი გამოდის არაჩვეულებრივად ნაზი....

Recent Blog

Recent Recipes